LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იენ სომერჰოლდერმა ნიკი რიდს ემოციური პოსტი მიუძღვნა

364

მიმდინარე წლის ივლისში იენ სომერჰალდერი და ნიკი რიდი მშობლები გახდნენ. ამ დღეებში ბედნიერმა მსახიობმა სიჩუმის დარღვევა გადაწყვიტა და მეუღლეს ”ინსტაგრამზე” ემოციური პოსტი მიუძღვნა:

”ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ წაიკითხავ, როდესაც გაიღვიძებ, რადგან მთელი ღამე ჩვენი გოგოს საწოლთან გაატარე… ეს ფოტოები კი იმ არაჩვეულებრივ 9 თვეს მახსენებს, რა დროშიც შენს სხეულში ჩვენი სიყვარულის ნაყოფს ზრდიდი. მადლობა შენ, ჩემი ცხოვრების თანამგზავრს. მადლობა თანადგომისთვის და შთაგონებისთვის. მიყვარხარ. შენი ქმარი”.

შეგახსენებთ, რომ მსახიობებმა 2015 წლის გაზაფხულზე იქორწინეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები