LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ვადის გაგრძელებას არ გეგმავს

145
იენს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოქტომბერში დაასრულებს თავის უფლებამოსილების განხორციელებას, როგორც დაგეგმილი იყო. ამის შესახებ ალიანსის სპიკერმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც ვადის გახანგრძლივების თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია.

„გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მანდატი სამჯერ გახანგრძლივდა და ის თითქმის ცხრა წელია მუშაობდა“, – განაცხადა ნატოს სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ.

მისივე ცნობით, გენერალური მდივნის უფლებამოსილება იწურება მიმდინარე წლის ოქტომბერში და მას არ აქვს განზრახვა მოითხოვოს მანდატის კიდევ ერთხელ გაგრძელება.

მანამდე Welt am Sonntag-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადა კვლავ უნდა გაგრძელდეს, რადგან ალიანსი ცდილობს სტაბილურობის შენარჩუნებას უკრაინაში ომის ფონზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g