LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იენს სტოლტენბერგი: „შავი ზღვის უსაფრთხოება როგორც საქართველოსთვის, ასევე NATO-სთვის აქტუალური საკითხია“

115
იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება როგორც საქართველოსთვის, ასევე NATO-სთვის აქტუალური საკითხია.

როგორც მან პრემიერ, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მათი მხარდაჭერით, შავ ზღვაში, რუსეთის დიდი ფლოტი ზიანდება:

„საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია“ – რა საკითხები განიხილეს იენს სტოლტენბერგმა და ირაკლი კობახიძემ

„შავი ზღვის უსაფრთხოება აქტუალური საკითხია საქართველოსთვის, ისევე როგორც NATO-სთვის. რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში შეფერხებულია და ჩვენი მხარდაჭერით რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე ზიანდება.

უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, ეკონომიკა გაიზარდოს და მოხდეს გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვში აღდგენა“. – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ NATO-ს გენერალური მდივნი, იენს სტოლტენბერგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები