იერარქიის რღვევა ოჯახის სისტემაში – რა არ შეიძლება აკეთოს მშობელმა? – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ვერიკო გოჯიაშვილმა ისაუბრა.
რა არის იერარქია ოჯახში?
ოჯახური სისტემის ერთ-ერთი პარამეტრი, შექმნილი და მოწოდებულია უძველესი დროიდან სამყაროს, უფლის თუ წინაპრების მიერ ოჯახში წესრიგის დამყარებისთვის, მშობლების ავტორიტეტის და ოჯახის წევრების ფუნქციების, ოჯახში ძალაუფლების და ერთი ადამიანის მეორეზე ზემოქმედების განსაზღვრისთვის.
იერარქიის ერთ-ერთი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მშობელს ბავშვზე აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად ბავშვებს აქვთ თანაბარი უფლებები ნუკლეარულ (ბირთვულ) ოჯახში.
შეგვიძლია განვიხილოთ ამ ნორმის და მისი თანმდევი მოვლენების ვარიანტები:
ტრიანგულაცია (სამკუთხედი) – ეს არის ორ ადამიანს შორის ემოციური პროცესი, რომლებსაც აკისრიათ მესამე ადამიანის გამოზრდის ვალდებულება. არასწორად წარმართულ ოჯახში, სადაც შიდა საზღვრები გადარეცხილია, მშობლები შვილებს არგებენ თავის ემოციურ პარამეტრებს. საკუთარ ნორმებს და საკუთარ მოთხოვნებს. ეს არის ამობრუნებული იერარქია, რომლის დროსაც ბავშვის სტატუსი გათანაბრებულია მშობლის სტატუსთან.
მაგალითად: „შვილი გოგო – მეგობარი“ – დედა ურთიერთობს მასთან თანასწორად, როგორც პარტნიორთან, როგორც ამხანაგთან, ეჭორავება მამაზე, მასთან კონფლიქტზე, პრეტენზიებზე, თავის პირად თემებზე, რასაც მივყავართ ბავშვის ფსიქოლოგიურ დისკომფორტამდე, როლურ აღრევამდე, ბავშვის ძალების დასუსტებამდე.
ეს ანომალიაა!
ნორმალურ შემთხვევაში ბავშვის ყურადღება და ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს სოციუმისკენ, მან უნდა დაამყაროს ურთიერთობები თანატოლებთან, ჰყავდეს მეგობრები, და-ძმა და ნათესავები. იმ შემთხვევაში, როცა დედა იწყებს გოგონასთვის იმის გაზიარებას, თუ როგორი ცუდი ურთიერთობა აქვს მამასთან, როგორ მიმდინარეობს მათი კონფლიქტები, უზიარებს მამამისის ღალატის ისტორიებს, ბავშვის სულში იწყება სრული საგიჟეთი და რღვევა.
იგივე ხდება ერთ-ერთი ნებისმიერი მშობლის მიერ ვაჟთან საზღვრების მოშლის და ინფორმაციის დაუფარავად გადაცემის დროს.
როცა შვილებს ეჭვი შეაქვთ მშობლების კავშირის სიმტკიცეში, ჩვენ ვიღებთ ფერენთიფიკაციას.
რა არის ფერენტიფიკაცია?
ეს ტერმინი წარმოიშვა ინგლისური „perents“ – მშობლებიდან. მისი არსი გახლავთ, რომ ბავშვები ფუნქციურად ხდებიან თავიანთი დედ-მამის მშობლები. ეს ნიშნავს იმას, რომ იერარქიული წყობა სრულიად ამობრუნდება, ბავშვი ექცევა სამკუთხედის თავში და მშობლები ჩამოდიან ქვედა საფეხურზე, მოსავლელები, საპატრონოები, გზაზე დასაყენებლები და ა.შ. ეს ამობრუნებული იერარქიის ვარიანტი ხშირად წარმოიშობა ერთ-ერთი ან ორივე მშობლის ალკოჰოლიზმის, ნარკოდამოკიდებულების ან სხვა მიზეზით უფუნქციობის გამო.
ხშირად ვაჟი ხდება დედის მოკავშირე, პარტნიორი ან გოგონამაც შეიძლება აიღოს რომელიმე მშობლის როლი და ამით მშობელი უმეტეს შემთხვევაში უფრო და უფრო ეშვება ინფანტილიზმში, თმობს ოჯახის მეთაურის ფუნქციებს, ნებდება და სრულად იხსნის პასუხისმგებლობას. ხშირად ასეთი რღვევის დროს ზედმეტი პასუხისმგებლობით დატვირთული შვილი ხდება დაუნდობელი, დესპოტი ან, პირიქით, სრულიად მოწყვლადი.