LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იფქლის“ პურ-ფუნთუშეულის განახლებული საწარმო „გოლდენ ბრენდის“ რჩეული გახდა

174

„გოლდენ ბრენდის“ 2016 წლის დაჯილდოებაზე პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელ კომპანიებს შორის რჩეული კვლავ „იფქლი“ გახდა.

„მართლაც, რომ მნიშვნელოვანი წელი გვქონდა კომპანიაში. არამარტო გავაახლეთ საწარმო თანამედროვე ევროპული დანადგარებით, არამედ “იფქლმა” საქართველოს პურის მასიურ წარმოებაში უკონტაქტო და სრულყოფილი ცხობის მეთოდი დანერგა, რომლის საშუალებითაც  პურს მასიურად უკვე ბუნებრივ საფუარზე ვაცხობთ“, – განაცხადა „იფქლის“ გენერალურმა დირექტორმა, შაქრო ბაკურაძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანიისათვის ეს უკვე რიგით მესამე აღიარებაა „გოლდენ ბრენდისაგან“, რომელიც ყოველი წლის განმავლობაში საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველაზე წარმატებულ კომპანიებს ავლენს.

„კომპანია „იფქლი“ ზრდას და განვითარებას განაგრძობს. ჩვენ არ ვჩერდებით ერთ ადგილას და 1993 წლიდან მოყოლებული მუდმივად გაუმჯობესების გზებს ვეძებთ. კომპანიაში მომხმარებლებისათვის  პოზიტიურ სიახლეებს წელსაც ვგეგმავთ. ამისათვის „გოლდენ ბრენდის“ მოწვეული ექსპერტების და მომხმარებლების აღიარება ჩვენთვის დიდი სტიმულია“, – განაცხადა „იფქლის“ დირექტორის მოადგილემ არისი ბოჭოიძემ.

დღესდღეობით „იფქლი“ 75-მდე სახეობის პურ-ფუნთუშეულით ამარაგებს თბილისს, მცხეთას, რუსთავს, გორს და ქუთაისს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები