განათლების ახალი მინისტრი საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.
„საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებ. ამ ეტაპზე საფუძველი არ არის, რომ ამაზე ვისაუბროთ და ვიფიქროთ. დროთა განმავლობაში, ისევე, როგორც ნებისმიერ ორგანიზაციას, ჩვენც გვინდა შემოგვიერთდეს საუკეთესო ხალხი, თუმცა არსებულ გუნდზეც მხოლოდ უმაღლესი შეფასება მაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ განათლების მინისტრის თანამდებობაზე სწორედ მას დანიშნავდნენ.
„განხილვის პროცესში ვიყავით რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამას პირდაპირი გაგებით შემოთავაზებას ვერ დავარქმევთ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ორმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესი მიმდინარეობდა. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მივიღეთ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.