LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იღვაწა მშვიდობის გადასარჩენად“ – ვალერი კვარაცხელია ირაკლი ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს

196
ფორტუნა - 2023-05-22T141200.013

პრორუსი პოლიტიკოსი ვალერი კვარაცხელია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი იმსახურებს დაფასებას პირველ რიგში ქართველი ხალხისგან.

პრორუსი პოლიტიკოსის განმარტებით, „მთელი ქართული საზოგადოება, მისი ელიტა და ხალხი უნდა იყოს მადლიერი იმისათვის, რომ მშვიდობა შენარჩუნებულია და მშვიდობის შენარჩუნების გარანტიებიც იქნება”.

ვალერი კვარაცხელია: „რუსეთი ვინც ოკუპანტად აქცია, ის ახლა გარეთ დგას და წკავწკავებს, ჩვენ რუსეთს გადავაქცევთ მეგობრად“

„რა თქმა უნდა, ჩემი დამსახურებაა [ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებები] მადლიერი ვარ, ვისაც რაღაცას სთხოვ და შეგისრულებს, იმისი მადლიერი უნდა იყო“ - ამბობს ვალერი კვარაცხელია.

„თქვენ საშუალება გაქვთ რუსთაველის პროსპექტზე იდგეთ და ჩემგან ინტერვიუ აიღოთ. ხალხი დადის, სეირნობს, საქმეზე მიდის, მზე ანათებს, ზაფხულია, კარგი ამინდია, ბომბები არ გვაცვივა თავზე, რაც სრულიად ადვილად შეიძლებოდა მომხდარიყო, ისევე როგორც მოხდა ეს უკრაინაში. არავინ არ ფიქრობდა, რომ უკრაინაში ის ტრაგედია დატრიალდებოდა, რამაც უკრაინა დაანგრია და მილიონობით სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ მოხდა.

ჩვენთანაც, რომ არ ხდება ასეთი ამბავი და რომ არ მოხდეს ხვალ და ზეგ, ამ საქმეში უზარმაზარი წვლილი შეიტანა საქართველოს მთავრობამ და კერძოდ მისმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა. ქართველ ხალხს ალბათ, აქვს იმისი უფლება და იმის საშუალებაც მიეცემა, რომ მისი მთავრობის თავმჯდომარე, რომელმაც იღვაწა მშვიდობის გადასარჩენად და მშვიდობის შესანარჩუნებლად წარდგენილ იყოს ამ პრემიაზე,“ – განუცხადა კვარაცხელიამ „ტვ პირველს“.

მანამდე ინიციატივის შესახებ ვალერი კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g