იგი აზალეამ ახალი სიმღერის გამოსვლის შესახებ განაცხადა. Sally Walker – ასე ჰქვია ავსტრალიელი რეპერის მომავალ ნამუშევარს, რომელიც დღის სინათლეს 15 მარტს იხილავს.
ცნობილია, რომ სინგლი, რომელიც ქსელში კლიპთან ერთად გავრცელდება, პირველი იქნება 28 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის მეორე სტუდიური ალბომიდან, In My Defense, რომლის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ იგი აზალეას სადებიუტო სტუდიური ალბომი, The New Classic 2014 წლის 21 აპრილით თარიღდება.