პოპულარულმა ავსტრალიელმა რეპერმა, იგი აზალეამ ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული კლიპი „Team“ წარმოადგინა. თრექი საცეკვაო ჟანრისაა და თავად იგი მასში არ ფიგურირებს.
სიახლე მომღერლის მეორე სტუდიური ალბომის „Digital Distortion“ ლიდ-სინგლია, რომლის რელიზიც მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ აზალეას სადებიუტო დისკი „The New Classic“ 2014 წლის აპრილში გამოვიდა და Billboard 200-ის მესამე პოზიციამდე ასვლა შეძლო.