ავტობანზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.
შემთხვევა იგოეთის მიმდებარედ მოხდა.
როგორც „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
