LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იგრძნობა ე.წ. სისხლიანი რევოლუციების განხორციელების, სცენარების დადგმის სურვილი“ – სარჯველაძე ჯაფარიძეს დესტრუქციაში ადანაშაულებს

130
მიხეილ სარჯველაძე და ზურაბ ჯაფარიძე

„სამწუხაროდ, ბატონი ჯაფარიძე არაერთხელ არის შემჩნეული ასეთ ქმედებებში, რომლებსაც აღარ შეიძლება ვუწოდოთ უბრალოდ დესტრუქციულობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და თქვა, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მისი „რევოლუციური გეგმებისთვის“ სტუდენტებს სპეციალურად არჩევს, რადგან მისი აზრით, მიზნების მისაღწევად ახალგაზრდების მართვა გაცილებით მარტივია.

ამ განცხადებით სარჯველაძე ზურაბ ჯაფარიძის მიერ „ლიბერალური აკადემიაში“ ახალგაზრდების სწავლებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი სულ უფრო მეტად საშიშ ხასიათს იღებს:

„ეს სულ უფრო მეტად და მეტად იღებს საშიშ ხასიათს, იმიტომ რომ აშკარად იგრძნობა არა უბრალოდ ნარატივი, არამედ კონკრეტული გეგმების განხორციელებაზე მუშაობა, რომელიც გულისხმობს ე.წ. სისხლიანი რევოლუციების განხორციელების, სცენარების დადგმის, სპექტაკლების გათამაშების სურვილს.

ერთია, რომ არავითარი რესურსი არ გააჩნია, რომ რეალურად ეს ყველაფერი დაატრიალოს. მიუხედავად ამისა, ეს არ არის ის, რაც თავსებადია თანამედროვე, ცივილიზებული, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან. ბუნებრივია, ასეთი რამ კატეგორიულად მიუღებელია.“– განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g