LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იგრძნობა გასული ზაფხულის შეცდომების გამეორების ტენდენცია… თუ იგივე გაგრძელდა, 2020 შემოდგომა განმეორდება: ექიმი სოფიო ბერიძე

202
სოფიო ბერძე 1

ექიმი სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში „ბლუმბერგის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნებმა, სადაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე აცრა გაიკეთა, COVID-19-ის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა.

სოფიო ბერიძე წერს, რომ სტატიაში კორონავირუსის გავრცელების მიზეზებად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, „სინოფარმის “(SYNOPHARM) და „ასტრაზენეკას“ ინდური ვაქცინის „კოვიშილდის“ (COVISHIELD) ნაკლებ ეფექტურობა სახელდება.

მისი განცხადებით, „სეიშელი კარგია დასასვენებლად, მაგრამ სამაგალითოდ დასავლეთი სჯობს“. ბერიძის განმარტებით, მოსახლეობის ვაქცინაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის ერთადერთი გზაა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ „ნაკლებ ეფექტური ვაქცინა მეტი რისკების შემცველია, განსაკუთრებით მაშინ თუ აცრის შემდეგ ადამიანები თამამად მოიხსნიან ნიღაბს და ქვეყანაც სრულად გაიხსნება“.

„ბლუმბერგის ეს სტატია და პაატა იმნაძის შიდა ტურიზმზე განაცხადი თანაბარი ღირებულების ინფორმაციად რომ არ იქცეს, მაინც ალბათ საჭიროა შიგადაშიგ სწორი აქცენტებით და ბულეტებით გავიმეოროთ:

– პანდემიის მართვაში ყველაზე მაგრები არ ვართ..ცალსახად.

– ყველაფერი ექიმების, ექთნების და სხვა სამედიცინო პერსონალის ზურგზე გადადის!

– ვაქცინაცია დავიწყეთ გვიან…

– სანდო და ეფექტური ვაქცინებით აცრილია ჩვენი მოსახელობის 0-ს ქვემოთ პროცენტი…

– არაფერი აჭარიდან არ დაწყებულა!

– ყველაფერი საზღვრების გაურკვეველი კვეთით და ჩრდილოელი მეზობლების განახლებული სიყვარულით დაიწყო!

– მოსახლეობას არ აღმოგვაჩნდა საკმარისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და შეგნება!

– ახლაც იგივეს ვიმეორებთ…

რაც შეეხება ვაქცინებს და სეიშელს..

ინდოეთის ოკეანის ეს არქიპელაგი, მოგეხსენებათ, ტურიზმით ცოცხლობს და შესაბამისად, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავისი მოსახლეობის 62% ამ დროსათვის სრულად (2 დოზით) ვაქცინირებული ჰყოლოდა.

ამა წლის 5 მაისისთვის, სეიშელი გახდა მსოფლიოს პირველი ქვეყანა, ვაქცინაციის 60 %-ზე მეტი მაჩვენებლით.

და სწორედ ამ ფონზე დაფიქსირდა COVID-19 გავრცელების პიკი…

სტატია მიმოიხილავს აღნიშნულის მიზეზებს-

საერთო ადმინისტრირებული ვაქცინების 59% იყო ჩინეთიდან ჰუმანიტარული გზით მიღებული სინოფარმი(SYNOPHARM), დარჩენილ 41 %-ს კი – შეადგენდა კოვიშილდი (COVISHIELD) – ასტრაზენეკას ინდური ვერსია.

მოსაზრებაა, რომ ეს ვაქცინები ცუდად ან ვერ ფარავს ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამს, რაც იმ მომენტისთვის სეიშელზე მაღალი ალბათობით იყო გავრცელებული.

ცხადია, სრული სურათის მისაღებად, საჭიროა გენური სექვენირების კვლევა – არავაქცინირებულ, სინოფარმითა და კოვიშილდით ვაქცინირებულთა შორის და მათი შედარება. ასევე, გასათვალისწინებელია მოსახლეობის გაუფრთხილებლობა ვაქცინაციის შემდგომ, სრული იმუნიტეტის მიღწევამდე.

თუმცა, აქვე

– დიდი ბრიტანეთი, სეიშელზე დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებლით, აღმოჩნდა ბევრად უკეთეს მოცემულობაში. კერძოდ, 52 % მოსახლეობის პირველი დოზით აცრის შემდეგ, Covid 19 გავრცელება შემცირდა 96%-ით.

– ისრაელი – ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზის 60 % -იანი მაჩვენებლით – ახალი შემთხვევების 99%-იან შემცირებას აცხადებს.

დასკვნის სახით :

(ჩემი და არა ბლუმბერგის)

– სეიშელი კარგია დასასვენებლად, სამაგალითოდ და საპარტნიოროდ დასავლეთი სჯობს!

– ვაქცინა კარგია და ის პირდაპირი პრევენციის და პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა!

– უსაფრთხო ვაქცინა კარგია, თუმცა ნაკლებ ეფექტური – ნაკლებად კარგია!

– ნაკლებ ეფექტური ვაქცინა მეტი რისკების შემცველია თქვენი არავაქცინირებული გარშემომყოფთათვის (მშობლები, შვილები, ნათესავები, ახლობლები) – განსაკუთრებით თუ თამამად მოიხსნით ნიღაბს და გაიხსნებით სრულად!

– სამწუხაროდ, იგრძნობა გასული ზაფხულის შეცდომების გამეორების ტენდენცია – ახალგაზრდა ჯანმრთელი კონტაქტირებულები თამამად და აქტიურად გადაადგილდებით და ავრცელებთ ვირუსს… თუ იგივე გაგრძელდა, 2020 შემოდგომა განმეორდება.

– სანამ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციის მაჩენებელი არ მიაღწევს 60 %-ს, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, პირბადის და დისტანციის იმედად ვრჩებით!“, – წერს სოფიო ბერიძე.

magti 5g