LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

II კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირდა – ISET

24
papava

ბიზნესის განწყობის ინდექსი II კვარტლისთვის შემცირდა, I კვარტლის გაუმჯობესების შემდეგ გაუარესდა ბიზნესის მოლოდინების ინდექსი. ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

აღნიშნულ თემაზე „ბიზნესკურიერის“ ეთერში  ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, რომელსაც მოყვება სოფლის მეურნეობის და მშენებლობის სექტორები. BCI-ის უარყოფითი ცვლილება 2021 წლის II კვარტლისთვის პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მოლოდინების ინდექსი აჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ.

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი 2021 წლის I კვარტლის გაუმჯობესების შემდეგ გაუარესდა და 9.0 პუნქტი შეადგინა.

2021 წლის II კვარტლისთვის მოლოდინების შემცირება დაფიქსირდა ვაჭრობის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში.

გიორგი პაპავამ ასევე აღნიშნა, რომ ფასების ზრდას ბიზნესი ნაკლებად ვარაუდობს.

მხოლოდ სამშენებლო და მომსახურების სექტორებში ელოდება ბიზნესების უფრო მეტი წილი ფასების გაზრდას.

რაც შეეხება გამოწვევებს, 2021 წლის II კვარტლისთვის, მოთხოვნისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სიმცირე ბიზნეს საქმიანობისთვის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორებად რჩება.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის უფრო მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ვიდრე დიდი კომპანიებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g