LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

II მსოფლიოს ომის ბომბები: ჰანოვერიდან 50 000 ადამიანია ევაკუირებული

137

გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბების განაღმვითი სამუშაოების ჩასატარებლად 50 000 ადამიანია ევაკუირებული.

ასეთი მასშტაბის ოპერაცია გერმანიაში მეორედ ტარდება და ქალაქის მოსახლეობის მეათედზე მოახდენს გავლენას.

ევაკუირებულ შენობებს შორის, საცხოვრებელი სახლების გარდა შევიდა 7 მოხუცებულთა თავშესაფარი, კლინიკა და საბურავების ქარხანა.

ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ მოსახლეობის დაბრუნებას სახლში საღამოს შეძლებენ.

მოსახლეობას სენობების დატოვების დედლაინი დილის 9 საათზე ამოეწურა. მათ ურჩიეს გაზისა და ელექტროენერგიის გადაკეტვა, ასევე საჭირო წამლების თან წაღება.

ოპერაციის გამო, შესაძლოა შეფერხდეს სარკინიგზო მოძრაობა.

ქალაქში შეიქმნა ერთგვარი გასართობი პროგრამა, რათა ევაკუირებულებს დრო სასიამოვნოდ გაატარებინონ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ ხალხისთვის უფასო საკვებსაც გასცემენ.

  • ჰანოვერი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბომბა. დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა ათასობით ადამიანი და განადგურდა შენობების დიდი ნაწილი.
  • 1943 წლის 9 ოქტომბერს, 1245 ადამიანი დაიღუპა და 250 000 უსახლკაროდ დარჩა, 261 000 ბომბის მეშვეობით.
  • ძველი ბომბების გამო, ბოლო ევაკუაცია გერმანიაში, აუგსბურგში გასულ წელს, შობის დღეს მოხდა.
  • სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოჩენილი 1.8 ტონა ბომბის გამო, 54 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g