LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იკერ კასილასმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

116
116725931-324697692234352-919191971465524219-n

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა იკერ კასილასმა აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ 39 წლის ფეხბურთელმა საზოგადოებას „ტვიტერის“ საკუთარ ანგარიშზე განთავსებული პოსტით ამცნო.

კასილასის ფეხბურთიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წელს გავრცელდა მას შემდეგ, რაც იკერმა ინფარქტი გადაიტანა.

იკერ კასილასი მადრიდის „რეალის“ აღზრდილია. ბლანკოსის მაისურით იგი 1998-2005 წლებში თამაშობდა და კლუბთან ერთად 18 ტიტულიც მოიგო, მათ შორის 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 2-ჯერ ქვეყნის თასი და 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა. ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ერთად, რომლის ღირსებასაც  2000-16 წლებში იცავდა, იკერი 2-ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონატის, ხოლო ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.

კარიერის ბოლო წლები კასილასმა „პორტუში“ გაატარა.

ესპანურ მედიაში უკვე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ კასილასი მადრიდის „რეალში“ დაბრუნდება, სადაც ადმინისტრაციაში ერთ-ერთ თანამდებობას დაიკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g