LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IKON – ახალი პრემიუმ საცხოვრებელი და საინვესტიციო შესაძლებლობა ბათუმში!

124
IKON

მათთვის, ვინც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ან უბრალოდ კეთილმოწყობილ საცხოვრებელ გარემოს ეძებს, დეველოპერული კომპანია IKON წარმოგიდგენთ ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ბათუმში. პრემიუმ საცხოვრებელი მოსახერხებელი ადგილმდებარეობით, თანამედროვე დიზაინით და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. 

IKON-ის პროექტის მშენებლობა ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ტურისტულად აქტიურ უბანში მიმდინარეობს. კომპლექსის მიმდებარედ იუსტიციის სახლი, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრები, სკოლა, საერთაშორისო ჰოსპიტალი, სტადიონი და ბათუმის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი ერთ სივრცეშია გაერთიანებული.

კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა და პროექტის უპირატესობები:

IKON-ის მრავალფუნქციური კომპლექსი, პრემიუმ ინფრასტრუქტურასთან ერთად, აერთიანებს ღია აუზს, ტერასებს, პანორამულ რესტორანს, სპორტდარბაზს, ბავშვთა გასართობ მოედანსა და ვრცელ მიწისქვეშა პარკინგს. კომპლექსში იგეგმება 4 მაღალსიჩქარიანი და დიდი მოცულობის ლიფტის დამონტაჟება, რაც შენობის შიგნით გადაადგილებას უფრო მოსახერხებელსა და სწრაფს გახდის. ამასთან, შენობა აღჭურვილი იქნება ჭკვიანი კარის სისტემით, მაღალტექნოლოგიური შემინვით, გაზიფიცირებით, LED განათებითა და ფართომასშტაბიანი გამწვანებით.

აპარტამენტების ოპტიმალური გეგმარება და შეთავაზება პოტენციური მომხმარებლებისთვის:

IKON-ში ყოველი აპარტამენტი ოპტიმალურადაა დაგეგმარებული. მაცხოვრებლებს შეუძლიათ როგორც სტუდიო ტიპის (33 მ²-დან), ისე ერთოთახიანი (44 მ²-დან) ან ოროთახიანი აპარტამენტების (71 მ²-დან) შეძენა. ყველა აპარტამენტს საკუთარი დიდი ვერანდა გააჩნია, საიდანაც იშლება ზღვის ან მთის პანორამული ხედები.

რაც შეეხება შესყიდვის პირობებს, IKON-ში აპარტამენტის შეძენას მოქნილი გადახდის პირობით შეძლებთ: თვეში მხოლოდ 500$-დან, პირველადი შესატანი 10%-ით და 36 თვიანი შიდა უპროცენტო განვადებით.

გარდა ამისა, სრული გადახდის შემთხვევაში, IKON-ის პოტენციური მაცხოვრებლები 5%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. კომპანია აპარტამენტის შეძენის მსურველებს კრიპტოვალუტით შეძენასაც სთავაზობს.

IKON-ის პროექტის მშენებლობა უკვე დაწყებულია და 2027 წლის დასაწყისში დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 10 მილიონი დოლარია. თიბისი ბანკის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, პროექტი უზრუნველყოფს საუკეთესო პირობებს როგორც ინვესტორებისთვის, ასევე მაცხოვრებლებისთვის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ IKON-ის ვებგვერდს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g