LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს

213
ილჰამ ალიევი და მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტად არჩევას მიხეილ ყაველაშვილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ულოცავს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ამ დროისათვის პირველი მილოცვა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა სხვა ქვეყნის პრეზიდენტისგან მიიღო.

საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია

ალიევი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„მჯერა, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაფართოვდეს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისთვის.

რათა უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა, მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზება“, – სწერს ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს.

მილოცვის ტექსტს აქვეყნებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტი.

„საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“ – მარკო მიხელსონი

ირაკლი კობახიძე: „20 წელიწადზე მეტია საქართველოს არ ჰყოლია პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი – ამ კუთხით მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება“

სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი, დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს იმ ღირსებას, რაც მისმა წინამორბედებმა აჰყარეს, მეამაყება, რომ ის „ხალხის ძალის“ წიაღიდან მოდის

„მიხეილ ყაველაშვილი შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი  საქართველო ვგულშემატკივრობდით“ – მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g