ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი აზერბაიჯანში იმყოფება.
მოჰამად ჯავად ზარიფი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
შეხვედრაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.
აღნიშნული ინფორმაცია “ინტერფაქს აზერბაიჯანის” მიერ ვრცელდება, რომელიც ბაქოში ირანის საელჩოზე დაყრდნობით მომზადდა.
„აზერბაიჯანის ლიდერმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში არსებული ვითარება, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული დაძაბულობა, ასევე საკომუნიკაციო დერეფნებისა და აზერბაიჯან-ირან-სომხეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციების საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების თემებს და ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მედიის ცნობით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ინიციატივაზე რეგიონში ექვსი სახელმწიფოს (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი, ირანი) თანამშრომლობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.