აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღის მთავარ ქალაქში აზერბაიჯანის დროშა აღმართა.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ხანქენდში აღმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული დროშა და სიტყვით გამოვიდა“, – ნათქვამია ალიევის ოფისის განცხადებაში.
ხანქენდში, რომელსაც ეთნიკური სომხები სტეფანაკერტს უწოდებენ, ეს ალიევის პირველი ვიზიტი იყო.