LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილჰამ ალიევსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

87
1622183464-alievi-da-irakli

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბრი შედგა.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს დაბადების დღე მიულოცა.

„სახელმწიფოს მეთაურმა მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილს დაბადების დღე, უსურვა მას წარმატებები საქმიანობაში და ჯანმრთელობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ყურადღებისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანსა და საქართვლოს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობების წარმატებულ განვითარებას და განაცხადეს, რომ დარწმუნებულები არიან მომავალში კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებაში. საუბრის დროს განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტების საკითხები“,-აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g