LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია ელოშვილი: ინტერ-რაოს კომპენსაცია არ ეკუთვნის

93

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, „ინტერ-რაოს“ მოთხოვნები საქართველოს მთავრობისადმი მიუღებელია.

„ისინი ძალიან დიდ კომპენსაციას ითხოვენ. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მათ ეს კომპენსაცია არ ეკუთვნით. ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ მოლაპარაკებებით რაღაც შედეგისთვის მიგვეღწია და ეს საკითხი არბიტრაჟის სიბრტყეში გადატანილი არ ყოფილიყო, თუმცა არბიტრაჟი აბსოლუტურად ცივილური ფორმაა პარტნიორებს შორის ურთიერთობის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენი პოზიციის სიძლიერეში და მზად ვართ ნებისმიერ სიბრტყეში ვიდაოთ“, – განაცხადა ელოშვილმა.

შეგახსენებთ, „ინტერ-რაოს“ სასარჩელო განაცხადი ენერგეტიკის სამინისტრომ გასულ კვირას მიიღო. “ინტერ რაოს“ სტრუქტურები – ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V თელასის 75%-ს და „ხრამი 1“-სა და „ხრამი 2“-ის 100%-ს ფლობენ და ქართულ მხარეს ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკლისის კომპენსირებას სთხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g