LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე : ავტოკეფალია გახდა საფუძველი, რაზეც აშენდა ქართული კულტურა, ლიტერატურა და ისტორია

69

“ჩვენს ისტორიაში არის დღეები, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია. სწორედ ასეთია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის საკათედრო ტაძარში, ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ავტოკეფალია გახდა საფუძველი, რაზეც აშენდა ქართული კულტურა, ლიტერატურა და ისტორია.

„მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ანტიოქიის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქართველოში პირველ კათოლიკოსად პეტრე დაადგინა. ანტიოქიის პირველი პატრიარქი იყო პეტრე და ასევე საქართველოს პირველი კათოლიკოსი იყო პეტრე. ავტოკეფალია იყო ის საფუძველი, რომელზეც საქართველოს ეკლესიის ისტორიაა დაფუძნებული, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიამ განაპირობა საქართველოს მომავალი,“ – განაცხადა პატრიარქმა.
სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები