ილია მეორე: იმედი მაქვს, შევძლებთ, დავძლიოთ ეს სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას

165
ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოება ჩვენს წინაშე არსებული სიმძიმეების დაძლევას მოახერხებს.

სიონის ტაძარში ქადაგებისას ილია მეორემ აღნიშნა, რომ „ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ“.

„ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დღესასწაულს – ტაძრის დღესასწაული, ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, რა გამოვიარეთ. ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები, რომლებიც დახვრიტეს კომუნისტებმა.

დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ შვილები აზიარონ სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ ეს სიმძიმეები, რაც ჩვენ წინაშე დგას. ჩვენთან არს ღმერთი!“, – განაცხადა ილია მეორემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები