ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა. პატრიარქმა ქართველ ხალხს დღესასწაული მიულოცა და ის ადამიანები გაიხსენა, ვინც წვლილი შეიტანა სამების ტაძრის მშენებლობაში.
ილია მეორემ დალოცა ბიძინა ივანიშვილი, როგორც სამების ტაძრის მშენებლობის განსაკუთრებული შემომწირველი.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარიც და აღმშენებლებიც. მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა ამის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა, დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი, ანდრია ანდრიაძე, ირაკლი ანდრიაძე, რომელიც შესრულდა 90 წლისა.წყალობა ღვთისა არ მოგიშალოთ მამა ზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.
დღეს გიორგობაა
სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას გიორგობას მაღალმთიანი აჭარიდან ულოცავს (ვიდეო)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.