სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კრწანისის #4 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა. ”მე იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქართველმა ხალხმა აირჩია ის კანდიდატები, რომლებიც ემსახურება საქართველოს, ჩვენ ერს და გილოცავთ ამ არჩევნების კეთილად დამთავრებას”, – განაცხადა უწმინდესმა.