ფსიქოლოგი და ქოუჩი ილია ნიკაჭაძე გვასწავლის, თუ რა სჭირდებათ თქვენს შვილებს თქვენგან:
„სახლი გგონია, ან ფული, ან ქონება? არა. პირველი, რაც ჩვენგან სჭირდებათ შვილებს, ეს არის დაცულობის განცდა, რომ რაც უნდა მოხდეს, შენ გვერდით ვარ, მხარს დაგიჭერ; მეორე ეს არის მიღება, გიღებ ისეთს, როგორიც ხარ, არ მინდა შენი შეცვლა და მიხარია, რომ ასეთი ხარ; მესამე – ეს არის პატივისცემა, ანუ შენ გაქვს უფლება, გინდოდეს ან არ გინდოდეს რამე, გაქვს უფლება, გქონდეს ემოციები, იტირო, გაბრაზდე, გქონდეს ჩემგან განსხვავებული აზრი… მიეცით შვილებს ეს სამი რამ, პატივი ეცით მათ და ისინი ბედნიერი ადამიანები გაიზრდებიან…“