LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია თოფურია: „ძალიან ვამაყობ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმოუდგენელი თამაშით. მათ ისტორია შექმნეს“

154
ილია თოფურია (1)

UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია გუშინ, ესპანეთსა და საქართველოს შორის გამართულ მატჩს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ნაკრების თამაშით ამაყია.

შავი ქამრის მფლობელი ჩემპიონი ყურადღებას ესპანეთის ნაკრების თამაშზეც ამახვილებს და წერს:

„ძალიან ვამაყობ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმოუდგენელი თამაშით. მათ ისტორია შექმნეს. მეორეს მხრივ, ესპანეთი შეუჩერებელია, რასაც მოედანზე აკეთებენ მხოლოდ ფეხბურთი კი არა, წმინდა ჯადოსნობაა“. – წერს ილია თოფურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები