ესპანური მედიის ინფორმაციით, ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია მადრიდის პრესტიჟულ უბანში მდებარე სახლს, სადაც ყოფილ მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან ერთად ცხოვრობდა, 3-მილიონ ევროდ ყიდის.
მოსამართლემ პირველი გადაწყვეტილება მიიღო – რაზე თქვა უარი ილია თოფურიამ
სანამ განქორწინების პროცესი არ დასრულდება და ილიასთვის არ განისაზღვრება ბავშვის ნახვის გრაფიკი, ჯორჯინა მის საზღვარგარეთ წაყვანას ვერ შეძლებს.
UFC-ის ორგზის ქართველი ჩემპიონი, ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის.
ესპანური მედია წერს, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ილია თოფურიას და მისი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ, წყვილმა კიდევ ერთი რადიკალური ნაბიჯი გადადგა:
„ისინი საერთო საცხოვრებელს, ბოადილია-დელ-მონტეში მდებარე ულტრათანამედროვე სასახლეს ყიდიან“, – წერს ესპანური მედია.
ესპანური მედიის ცნობით, მდიდრული ვილის გაყიდვა წყვილისთვის სიმბოლურად იმ ეტაპის დასრულებაა, რომელიც მათ საერთო შვილის დაბადებასა და ილიას დიდ წარმატებებს აკავშირებდა.
ცნობისთვის, 2025 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ქართველი მებრძოლი განქორწინებისა და მეურვეობის საკითხზე სამართლებრივ დავაშია მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან.
ესპანური მედია იუწყება, რომ აღნიშნული სახლი 2018 წელს არის აშენებული და საცხოვრებელი ფართობი დაახლოებით 1 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ხოლო მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 2 560 კვადრატული მეტრია.
„გჯეროდეთ, რომ არაფერია დაფარული, რაც არ გამოაშკარავდება“ – რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი
