ილია თოფურიას ოჯახური დრამის შესახებ დასავლური პრესა წერს.
გამოცემა Sportscasting წერს იმის შესახებ, რომ ქართველი სპორტსმენის მეუღლე განქორწინებას და მისი აქტივების 50%-ს ითხოვს.
„მას შემდეგ, რაც წყვილი ოქტომბერში ერთმანეთს დაშორდა, ჯორჯინა უზკატეგუიმ სასამართლოს მიმართა განქორწინებისთვის და ილია თოფურიას ქონების 50%-ს ითხოვს…“, წერს გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ილია თოფურია ერთ-ერთი დიდი შეხვედრისთვის ემზადება და მისთვის ამ ეტაპზე განქორწინებაზე ფიქრი სასიამოვნო არ იქნება…
