LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ილია უკვე მეორე შვილს ელოდება და ძალიან ბედნიერია, მისი ბედნიერება ყველას გვიხარია“ – რა გზა გაიარა წარმატებამდე ილია თოფურიამ და როგორ გადაურჩა მისი ოჯახი დაბომბვას

203
ილია თოფურია

ისტორიული გამარჯვების მოპოვებისა და UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონის ტიტულის მიღების შემდეგ, ილია თოფურიას მთავარი გულშემატკივრები – მისი ოჯახის წევრებიც საზოგადოებამ უკეთ გაიცნო.

ვიდეო: „5 წლის ილია ეხვეწებოდა, ჩემს ქვეყანაში წამიყვანეო“ – რას იხსენებს ილია თოფურიას ბაბუა

ილია თოფურიას ერთ-ერთი გამორჩეული გულშემატკივარია მისი ბაბუა, იუზა კერესელიძე, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილობაზე, ილიას ბავშვობასადა მის სამომავლო გეგმებზე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა:

„ილია რასაც ჩაიფიქრებდა, აუცილებლად უნდა გაეკეთებინა. ღამე არ დაიძინებდა, რასაც იტყოდა, იმას თუ არ შეასრულებდა. გარკვეული პერიოდი მეც გერმანიაში ვცხოვრობდი. მოგეხსენებათ, იქ ბევრი ველობილიკია. დღის განმავლობაში მე და ილიას 35-კილომეტრიანი მანძილი დაგვიფარავს, მაშინ ის 5 წლის იყო. ახლა 74 წლის ვარ. ჩემი ასაკის იყო მისი მწვრთნელი, ილიამ ვარჯიში რომ დაიწყო. დარბაზიდან ხშირად მე გამომყავდა. სხვათა შორის, პირველმა მწვრთნელმა გვითხრა, – იცოდეთ, ილიას და ალექსანდრეს დიდი მომავალი ექნებათ, ყურადღება მიაქციეთ, ხელშეწყობა სჭირდებათო..

ილიას მეუღლე, ჯორჯინა ძალიან კარგი ადამიანია. საქართველოთი მოხიბლულია, აქ ყველაფერი მოსწონს. ილიას პირველ მეუღლესთან ბიჭი შეეძინა, რომელიც სვეტიცხოველში მოვნათლეთ, მას ქართველი ნათლიები ჰყავს.

ილია უკვე მეორე შვილს ელოდება და ძალიან ბედნიერია. მისი ბედნიერება ჩვენ ყველას გვიხარია“, – აღნიშნავს ილია თოფურიას ბაბუა და იხსენებს, როგორ გადაურჩა სოხუმში მათი ოჯახი დაბომბვას:

„ჭუბერის უღელტეხილი გვაქვს გადმოვლილი. მაშინ ილიას უფროსი და, მარიამი 2 წლის და 6 თვის იყო, ანა – 7 თვის. სოხუმელები ვართ, ქალაქის ცენტრში ვცხოვრობდით, ჩვენი მისამართი მშვიდობის ქუჩის 131 იყო. რუსებმა აფხაზეთი რომ აიღეს, მაშინ სოფელ დრანდაში ვიმყოფებოდით, დაბომბვას ძლივს გადავურჩით. მარიამი მხრებზე მყავდა შესმული და ჭუბერის უღელტეხილზე ასე გადმოვიყვანე. ჩემმა მეუღლემ, ნათესავებმა ყველამ ეს გზა გამოიარა. სოფელი მაჭარკა რომ დაიბომბა, ჩვენ დაბომბვას 10-12 წუთით გავასწარით, თორემ რუსი ჯალათები ისეთი გავეშებულები იყვნენ, შესაძლოა, ვერც გადავრჩენილიყავით, მე და ჩემი ოჯახი იქ ამოვწყვეტილიყავით. დიდი სიმწარე გამოვიარეთ“, – ამბობობს იუზა კერესელიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები