LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილიაუნის 15-მა სტუდენტმა რექტორის კაბინეტის წინ შიმშოლობა დაიწყო

52117924_342563183016949_2730066107384725504_n

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის 15 სტუდენტმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყო. აქციის მონაწილეები ითხოვენ რექტორ გიგა ზედანიას გადადგომას.

აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელთა ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ხვალ მოშიმშილეებს კიდევ რამდენიმე სტუდენტი შეურთდება. სტუდენტთა ნაწილი ასევე განათლების მინისტრს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა თავდაპირველად აქცია გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე აღდგენის და სკოლისთვის პირვანდელი სახელის დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო. აღნიშნული მოთხოვნა სტუდენტთა მხრიდან კვლავ ძალაშია.

გათავისუფლებაზე, გიორგი ქადაგიძემ 31 იანვარს ისაუბრა. მან ადმინისტრაციის გადაწყვეტილება “ცვლილებების შიშს და ძირეული სიახლეების მიუღებლობას” დაუკავშირა.

ილიაუნის აკადემიურმა საბჭომ, უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან – რეორგანიზაციასთან და გიორგი ქადაგიძის განცხადებებსთან დაკავშირებით, ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც დეტალურად არის საუბარი იმ სხდომაზე, როდესაც საბჭოს წევრებსა და გიორგი ქადაგიძეს შორის ზოგიერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g