მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ რაც დრო გადის, თანდათან უფრო უჭირს ოჯახს ლევანის გარეშე არსებობა.
„დეე 💔 შვილო როგორ ვძლებთ არ ვიცი, რა ძალაა ის, რაც მე მაცოცხლებს, თანდათან უარესი მემართება, მაგრამ მამაშენს რა ვუყო შვილო, მას ახლა ჩემზე მეტად უჭირს, ის ჩემზე ცუდადაა. ლევანის მამააო და ყველას თვალზე ცრემლი ადგება. ილოცე მამაშენისთვის შვილო, ილოცე, რომ ფეხზე დადგეს.
მაგრამ ღირს კი ჩვენი აქ ყოფნა?
შენთან ერთად გვინდა ორივეს 😭
ბარბარობას გილოცავ დეე 💔😘“, – წერს მელიტა ფურცელაძე.
