LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ილოცეთ, რომ გლობალური ომი არ დაიწყოს” – რუსეთის პატრიარქი მრევლს მიმართავს

140
Untitled design (3)

რუსეთის პატრიარქი მრევლს მიმართავს და ლოცვისკენ მოუწოდებს.

პატრიარქმა კირილმა ამის შესახებ ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს განაცხადა.

კირილმა რუსებს მოუწოდა ილოცონ, რომ გლობალური ომი არ დაიწყოს.

“ღმერთი დაიცავს რუსეთს შიდა და გარე მტრებისგან” – აღნიშნა მან და ქადაგების დროს ამ პერიოდს რუსეთისთვის “რთული, საშიში და საბედისწერო” უწოდა.

შეგახსენებთ, რუსეთის პატრიარქი უკრაინის წინააღმდეგ ომს მხარს უჭერს.

აქვე შეგახსენებთ, ევროკავშირი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები