LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკ, პუტინთან გაჯიბრებას არ გირჩევდი: კადიროვი

317
BeFunky-collage-2

“ილონ მასკ, არ გირჩევდი პუტინთან გაჯიბრებას” – ამ სიტყვებით იწყებს რამზან კადიროვი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთან მიმართვას ტელეგრამ არხზე.

როგორც რუსეთის დაქვემდებარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი “ტელეგრამზე” წერს, მასკი და პუტინი ძალიან განსხვავებული წონის კატეგორიებია.\

“როგორ წარმოგიდგენიათ, რომ წითელ კუთხეში თქვენ, ბიზნესმენი და ტვიტერის ბლოგერი, ლურჯ კუთხეში კი პუტინი – მსოფლიო პოლიტიკოსი, სტრატეგი, დასავლეთისა და აშშ-სთვის ჭექა-ქუხილის მსგავსი.” – წერს კადიროვი.

როგორც ჩეჩნეთის ლიდერი მიმართვაში აღნიშნავს, ვლადიმიროვიჩისგან სუსტი მეტოქის დამარცხება არასპორტულად საქციელად ჩაითვლება. 

“უნდა ივარჯიშო, რათა ნაზი ილონიდან ბრუტალურ ილონად გადაიქცე. გთავაზობთ, რომ მომზადება ჩვენთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გაიარო, – წერს კადიროვი.

ცნობისთვის, „სფეის იქსის“ დამფუძნებელი, მილიარდერი ილონ მასკი პუტინს ღია ომს უცხადებს. ცოტა ხნის წინ მასკმა „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა.

„უკრაინის ბედის გადასაწყვეტად,  ერთი-ერთზე ბრძოლაში ვიწვევ ვლადიმერ პუტინს! რას იტყვით ამ იდეაზე. თანახმა ხართ ბრძოლაზე?!“ – დაწერა მასკმა და კრემლის ოფიციალური გვერდი მონიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები