შესაძლოა, Twitter ფასიანი გახდეს. ინფორმაცია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა გაავრცელა და თქვა, რომ ეს ცვლილება მთავრობებსა და ბიზნესებს შეეხებათ.
„Twitter ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ყოველთვის უფასო იქნება, თუმცა შესაძლოა, მცირე საფასური იყოს ბიზნესისა და მთავრობებისთვის”, – დაწერა ილონ მასკმა Twitter-ზე.
შეგახსენებთ, აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 44 მილიარდ დოლარად Twitter-ის 100%-იანი წილის მფლობელი ილონ მასკი გახდება.