ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla Cybertruck უკვე ავტო სალონებში რიგდება. ჯერ-ჯერობით საუბარი მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე “ტესლას“ შოუ რუმებზეა. დაუჯერებელია, თუმცა უჩვეულო ფორმის ელექტრონული პიკაპი უამრავი გადავადების შემდეგ როგორც იქნა, გასაყიდად გამოდის. გაყიდვები 30 ნოემბრიდან დაიწყება, ანუ პირველი პროტოტიპის ხმაურიანი პრეზენტაციიდან ზუსტად 4 წლის შემდეგ.
მასკის სიტყვებს ადასტურებს ვიდეო, რომელიც კალიფორნიაში, სან-დიეგოს შოუ რუმშია გადაღებული, სადაც Cybertruck 19 ნოემბერს მიაბრძანეს. კიდევ ერთი პიკაპი შეამჩნიეს სან-ხოსეს ავტოსალონში და ასევე, თვითმხილველებმა გადაიღეს პიკაპით დატვირთული სატვირთოები, რომელიც ტეხასიდან სხვა შტატების მიმართულებით წავიდა.