LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი „მომავლის საცხოვრებელ კომპლექსს“ აშენებს, რომელშიც ყველა შვილს და მათ დედებს მოუყრის თავს

264
page

ილონ მასკი რაკეტებსა და ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობით აღარ შემოიფარგლება, ახლა ის პირად პროექტზეა გადართული. უკანასკნელი ცნობებით, მილიარდერმა შეიძინა უზარმაზარი კერძო კომპლექსი, სადაც მას სურს, ყველა თავისი შვილი და მათი დედები ერთად, ერთ ჭერქვეშ გააერთიანოს.

წყაროს ცნობით, მასკს სურს შვილებთან უფრო ახლოს ყოფნა და მიაჩნია, რომ საერთო საცხოვრებელი სივრცე მათ შორის უფრო ძლიერ კავშირს ჩამოაყალიბებს.

კომპლექსის ზუსტი ადგილმდებარეობა და დეტალები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, თუმცა ცნობილია, რომ მასში შედის რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, საერთო სივრცეები, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.

„ილონ მასკი მზად არის, თავისი სპერმა ნებისმიერ მსურველს მისცეს“ – ეშლი სან-კლერი აცხადებს, რომ მასკს პოპ-ვარსკვლავთან შვილი ჰყავს

ცნობისთვის, უკანასკნელი მონაცემებით, 54 წლის მასკს 14 შვილი ჰყავს – 6 შვილი პირველი მეუღლისგან, ჯასტინ უილსონისგან, 3 შვილი გრაიმსისგან, 4 შივონ ზილისისგან, ერთი კი ინფლუ­ენ­სე­რ ეშლი სენტ კლე­რისგან.

ილონ მასკმა ტიფანი ფონგს მისგან შვილის გაჩენა შესთავაზა და უარის მიღების შემდეგ, მასზე შური იძია – სკანდალური დეტალები

„ის მე მეუბნებოდა, რომ ჩემთან ბავშვების არმიის გაჩენა სურდა“ – ილონ მასკის მე-13 შვილის დედა უახლეს ფოტოებს ავრცელებს და დნმ-ის ტესტის გაკეთებას ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები