ამერიკული ავტომწარმოებელი ახალ სპორტულ ავტომობილს Model Y SUV-ს 14 მარტს წარადგენს და ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბრენდის დამფუძნებელმა ილონ მასკმა გაავრცელა. მილიარდელმა სიახლის შესახებ პოსტი „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
მასკმა ავტომობილის ტენქიკურ მახასიათებლებზე ნაკლები ყურადღება გაამახვილა და ის აღნიშნა, რომ Tesla Model Y სავარაუდოდ, Model 3-ზე 10%-ით უფრო ძვირი ეღირება.
სპორტქარის საჯარო დებიუტის შემდეგ მის შესახებ დამატებითი დეტალებიც გახდება ცნობილი. რაც შეეხება ავტომობილის ბაზარზე გამოსვლის თარიღს, ბრენდი 2020 წელს ასახელებს.

