LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი პირობას დებს, რომ Tesla Model 3-ს გააუმჯობესებს

58

მანამ, სანამ Tesla ცდილობს მთელი თავისი ენერგიით ელექტროქარ Model 3-ზე მოთხოვნა დააკმაყოფილოს, მარკის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა გადაწყვიტა ყურადღება მათ უსაფრთხოებასაც დაუთმოს.

თავის პერსონალურ გვერდზე Twitter-ში, მასკმა Model 3-ის ერთ-ერთი მფლობელის პოსტზე გააკეთა რეაგირება, რომელიც სერიოზულ ავარიაზე წერს. ამ ადამიანმა ავტომობილი ისე დაამტვრია, რომ მისით დატკბობა ვერ მოასწრო.

კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ Model 3-ში ზოგიერთი ცვლილება შევა, რომელიც მომავალში ავტომობილის მფლობელებს მსგავსი შემთხვევებისას ტრამვებისგან დაიცავს.

ფოტოს მიხედვით, დარტყმა ძრავის მხარეს, 90 კმ/სთ სიჩქარეზე მოხდა, ავარიის დროს მძღოლს გაზის სატერფულის დარტყმისგან ფეხი დაუზიანდა. მგზავრი კი მარცხენა ხელით საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანს დაეჯახა, რომელიც გატყდა და კანი გაუჭრა, ასევე დაიბლოკა სახელთათმანეც, სადაც ყველა დოკუმენტი იყო განთავსებული.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამ ავარიის შედეგად დასკვნები უკვე გააკეთა. დიდი სენსორული ეკრანი დამატებით სამაგრს მიიღებს, ხოლო სახელთათმანე ავტომატურად გაიღება მას შემდეგ, რაც სენსორები დარტყმისგან გადატვირთვას დაფიქსირებენ.

მართალია Tesla Model 3-მა უკვე გაიარა აუცილებელი კრაშ-ტესტები, თუმცა, როგორც ცნობილია, ისინი იმ სიჩქარეზე ტარდება, რაც ქალაქში გადაადგილებისთვის არის დადგენილი. აღნიშნული საგზაო შემთხვევა უფრო მაღალ სიჩქარეზე მოხდა და სასიამოვნოა, რომ მასკი ასეთ პრობლემებზე რეაგირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები