მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი როგორც ჩანს დაიღალა – ილონ მასკი აპირებს სამსახურებს თავი დაანებოს და ინფლუენსერი გახდეს. ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი Twitter-ზე წერს.
„ვფიქრობ, დავტოვო სამსახური და გავხდე სრულ განაკვეთზე მომუშავე ინფლუენსერი. თქვენ რას ფიქრობთ?“,- იუწყება მასკი თავის პოსტში.
საერთაშორისო მედია ამ განცხადებამ გაუგებრობაში ჩააგდო. ამ დრომდე უცნობია, მასკის სახელით გამოქვეყნებული პოსტი ხუმრობაა, თუ მილიარდერი სამსახურების მიტოვებას რეალურად განიხილავს.
შეგახსენებთ, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ილონ მასკი $254 მილიარდით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველ ადგილს იკავებს.