Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში მისი მფლობელი ილონ მასკი წერს.
Starlink ილონ მასკის თანამგზავრული ინტერნეტის პროგრამაა, რომელიც უზრუნველყოფს ფართოზოლიან ინტერნეტს.
Starlink now available in Georgia! https://t.co/nNiA6HokA4
— Elon Musk (@elonmusk) November 1, 2023
როგორც Starlink-ის ვებგვერდზეა მითითებული, ინტერნეტის მიმღები დანადგარის ღირებულება საქართველოში 1 780 ლარის, ხოლო სერვისის ყოველთვიური საფასური 160 ლარი იქნება.