სხვა მილიარდერების მსგავსად, ვინც ნულიდან დააგროვა მთელი ქონება, ილონ მასკიც მუდმივად მუშაობაშია, თუმცა, პერიოდულად მაინც პოულობს დროს სერიოზული განცხადებების გასაკეთებლად. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ბიზნესმენმა განათლების სისტემაზე იმსჯელა და თანამედროვე სკოლა გააკრიტიკა.
მასკის აზრით, მთავარია ბავშვის ინტერესები და შესაძლებლობები იქნას გათვალისწინებული, სპეციალურად მისთვის შემუშავდეს სასწავლო პროგრამა და არ სცადონ პედაგოგებმა მისი უნივერსალურ სწავლების მეთოდს მორგება.
„აბსტრაქტული ამოცანების ამოხსნისას ბავშვებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ გამოიყენონ მიღებული გამოცდილება რეალურ ცხოვრებაში, კონკრეტული პრობლემის გადაჭრის შემთხვევაში კი, ზუსტად ეცოდინებათ როგორ მოიქცეს სხვადასხვა სიტუაციაში. ამასთანავე, დამატებითი მოტივაცია გაუჩნდებათ, მუდმივად ახალი ცოდნის შეძენას და თვითგანვითარებას შეეცდებიან“.
ბიზნესმენს ნაკლებად ეფექტურად მიაჩნია მოსწავლის ცოდნის არსებული ტესტებით შემოწმება, რომელიც მის აზრით არა მხოლოდ უშედეგოა, არამედ დამღუპველად მოქმედებს ბავშვის განათლებაზე, „ბრიყვულმა ტესტებმა ამერიკული ახალგაზრდობა დაღუპეს, რადგან მოზარდები ცოდნის მიღების ნაცვლად, მხოლოდ საჭირო პასუხის მონიშვნას სწავლობენ“.
არ მოსწონს მასკს არც უმაღლესი განათლება და პრესტიჟული კურსები, რადგან თვლის, რომ რაც უფრო სოლიდურია სასწავლებელი, მით უფრო უსარგებლოა მის სწავლის მეთოდი, რადგან ახალგაზრდები კარგავენ დამოუკიდებლად აზროვნების უნარს და მექანიკურად იზუთხავენ იმ პროგრამას, რასაც ე.წ. „პრესტიჟული სასწავლებელი“ სთავაზობს.

