Space X-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.
„არა, ეს ასე არ არის. პუტინს მხოლოდ ერთხელ ვესაუბრე და ეს დაახლოებით 18 თვის წინ მოხდა. თემა კოსმოსს ეხებოდა“, – აღნიშნა ილონ მასკმა.