LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი – ვოლოდიმირ ზელენსკიმ მშვიდობის ნაცვლად ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი აირჩია – ეს არის სასტიკი და არაადამიანური

235
BeFunky-collage123412 3 4sdf (3)

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების ჩაშლას ეხმაურება.

მასკის თქმით, ზელენსკიმ მშვიდობის დამყარების ნაცვლად გზა ომის გაგრძელებისკენ აირჩია, რაც, მისი შეფასებით, არაადამიანურია.

„ორ წელზე მეტი ხნის წინ ვთქვი, რომ უკრაინამ უნდა ეძიოს მშვიდობა, ან განიცადოს ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი ყოველგვარი სარგებლის გარეშე. ზელენსკის არჩევანი ეს უკანასკნელი იყო. ახლა მას სურს ამის გაკეთება ისევ. ეს არის სასტიკი და არაადამიანური,“ – წერს მასკი სოციალურ ქსელ X-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g