კომპანია Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის დედა, 69 წლის მეი მასკი ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის სახე გახდა.
ცნობილია, რომ მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. მეის უკვე ჰქონდა კონტრაქტები ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორიც არის „კლინიკი“ და „რევლონი“. ამჯერად კი, მათ რიცხვს ამერიკული CoverGirl შეემატა.
მეი მასკი იმედოვნებს, რომ ის ქალბატონებს მაგალითს მისცემს, საკუთარი თავი ისეთებად შეიყვარონ, როგორიც სინამდვილეში არიან.
Introducing one of the new faces of @CoverGirl… @MayeMusk! pic.twitter.com/bh88OK1zAs
— IMG Models (@IMGmodels) 27 September 2017