არაბთა გაერთიანებული საამიროების პოლიციამ გაავრცელა Tesla Cybertruck–ის ფოტო, რომელიც საფირმო თეთრ–მწვანე ფერშია შესრულებული. თანდართულ განცხადებაში ისიც იყო აღნიშნული, რომ ელექტროქარი მუშაობას 2020 წლიდან შეუდგება, ეს მაშინ როცა მასკმა პიკაპის წარმოების თარიღად 2021 წელი დაასახელა.
როგორც ემირატების გენერალ–მაიორმა აბდულა ჰალიფა ალ–მარიმ განაცხადა, Cybertruck ტურისტთა თავშეყრის ადგილებში იმოძრავებს. შესაბამისად, პიკაპი სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და მოსახლეობის უსაფრთხოებას სხვა სუპერქარებთან ერთად დაიცავს.
დუბაის პოლიციას კი ასეთები მრავლად ყავს – Bugatti Veyron, Lamborghini Aventador, Ferrari FF თუ Aston Martin One-77.
ემირატების პოლიციის კიდევ ერთი სიახლე Mercedes-AMG GT 63 S გახდა. მძლავრმა სედანმა არაბი სამხედროების რიგები კვირის დასაწყისში შეავსო. ძალოვანების ინფორმაციით, მოდელი სუპერქარების ავტოპარკში რიგით მე–15 გახდა.





