LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკის მე-14 შვილის დედა აცხადებს, რომ სიღატაკის ზღვარზეა

265
page

ილონ მასკის ერთ-ერთმა ყოფილმა პარტნიორმა და მისმა მე-14 შვილის დედამ, ინფლუენსერმა, ეშლი სენტ-კლერმა განაცხადა, რომ სიღატაკის ზღვარზეა და შესაძლოა მალე ის და მისი შვილი სახლიდან გამოასახლონ.

სენტ-კლერი ადრეც ამტკიცებდა, რომ მასკი შვილს არ აღიარებს და ალიმენტებს ნელ-ნელა უმცირებს. ის ასევე ამბობს, რომ მასკმა დუმილის სანაცვლოდ მას 15 მილიონი დოლარი შესთავაზა.

თავად მასკის კი ირწმუნება, რომ სენტ-კლერისთვის უკვე მილიონები აქვს გადახდილი.

ილონ მასკის მე-14 შვილის დედა, სიდუხჭირის გამო, 100 ათას დოლარიან „ტესლას“ ყიდის

ცნობისთვის, უახლესი ინფორმაციის თანახმად, მასკმა უზარმაზარი კერძო კომპლექსი შეიძინა, სადაც მას სურს, ყველა თავისი შვილი და მათი დედები ერთად, ერთ ჭერქვეშ გააერთიანოს. წყაროს ცნობით, მასკს სურს შვილებთან უფრო ახლოს ყოფნა და მიაჩნია, რომ საერთო საცხოვრებელი სივრცე მათ შორის უფრო ძლიერ კავშირს ჩამოაყალიბებს. უკანასკნელი მონაცემებით, 52 წლის ილონ მასკს 14 შვილი ჰყავს.

ილონ მასკი „მომავლის საცხოვრებელ კომპლექსს“ აშენებს, რომელშიც ყველა შვილს და მათ დედებს მოუყრის თავს

„ილონ მასკი მზად არის, თავისი სპერმა ნებისმიერ მსურველს მისცეს“ – ეშლი სან-კლერი აცხადებს, რომ მასკს პოპ-ვარსკვლავთან შვილი ჰყავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები