როგორც ცნობილია, ილონ მასკის ტრანსგენდერმა შვილმა, ვივიენ უილსონმა რიანას ბრენდის, Savage x Fenty-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
ფოტო/ვიდეო: რიანამ ვალენტინობის კოლექცია წარადგინა და მოდელად ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი შეარჩია
21 წლის მოდელმა ფოტოსესიისთვის ყვავილებიანი თეთრეული მოირგო. ახალმა კამპანიამ დიდი ყურადღება მიიპყრო როგორც მოდის სამყაროში, ისე სოციალურ მედიაში.
უილსონისთვის ეს არ არის მოდის ინდუსტრიაში მისი პირველი ნაბიჯი, გასული წლის სექტემბერში მისი დებიუტი „ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე შედგა“, სადაც რამდენიმე ცნობილი დიზაინერის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.
ასე რომ, ილონ მასკის ქალიშვილი სულ უფრო აქტიურად იმკვიდრებს ადგილს მოდის სფეროში და საკუთარი კარიერის განვითარებას დამოუკიდებლად აგრძელებს.
„ყველაზე ლამაზი ტრანსგენდერი ქალი“ – ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილის უახლესი ფოტოები