ამერიკულმა კომპანია Tesla–მ დიდი ხნის წინ დაანონსებული ყველაზე სწრაფი ელექტრომობილი Model S Plaid წარადგინა. მოდელის პრეზენტაცია კალიფორნიის შტატში, ქალაქ ფრიმონტში გაიმართა და მას პირადად კომპანიის დამაარსებელი ილონ მასკი უძღვებოდა. იღბლიანმა 25–მა კლიენტმა თავისი ავტომობილი ივენთის დასრულებისთანავე მიიღო.
Model S Plaid–ის აგრეგატს 1020 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია და ერთი დამუხტვით ავტომობილი 640 კილომეტს გადის. ელექტროქარის მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ–ია, ხოლო 0–დან პირველ 100 კმ/სთ–მდე აჩქარებისთვის მას 2 წამზე ნაკლები დრო სჭირდება.
Model S Plaid–ის საბაზრო ღირებულება 130 000 დოლარი იქნება. ამასობაში კი მასკი პირობას დებს, რომ „ტესლას“ სხვა მოდელების სიმძლავრეც აუცილებლად გაიზრდება.