„ტესლას“ დამაარსებელი ილონ მასკი გერმანიაში ჩავიდა, სადაც მას Volkswagen–ის დირექტორი ჰერბერტ დისი დახვდა. მილიარდელს ახალი ელექტროქარის ID.3–ის გამოცდა შესთავაზეს და ისიც სიამოვნებით დათანხმდა.
ვიდეოჩანაწერი, სადაც მასკის გადაადგილებაა ასახული, დისმა თავის სოციალურ ქსელში, Linkedin–ში გამოაქვეყნა. ჩანაწერის დასაწყისში გერმანელი თავის ამერიკელ სტუმარს აფრთხილებს, რომ ID.3 ეს არის მასობრივი ავტომობილი და იმავე შეგრძნებებს არ უნდა ელოდოს, როგორც „ტესლას“ სპორტქარების შემთხვევაში. პასუხად მასკმა აღნიშნა, რომ ჰეტჩბეკი ჩვეულებრივი ავტომობილებისგან განსხვავებით მშვენიერ დინამიკას აჩვენებს.
საუბრის დროს „ტესლას“ ხელმძღვანელი დაინტერესდა, ქონდა თუ არა ელექტროქარს დამხმარე ელექტრო ასისტენტები და რამდენად გამძლე იყო მისი ელემენტი.
დისმა მასკი დაარწმუნა, რომ ელემენტის სიმძლავრე 55–დან 83 კილოვატ საათამდეა, ხოლო რაც შეეხება სხვადასხვა ასისტენტებს, გერმანულ წარმოებაში ყველა მნიშვნელოვანი დეტალია გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ მასკის გერმანიაში ვიზიტის მიზანი არა ტესტ–დრაივი არამედ ბერლინის სიახლოვეს „ტესლას“ ქარხნის მშენებლობა გახდა.